სომალის დედაქალაქში ორი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილები. ერთი აფეთქება სამშვიდობო ძალების საკონტროლო–გამშვებს პუნქტთან მოხდა, ხოლო მეორე – სასტუმროსთან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „აშ–შაბაბმა“ აიღო.