დიდ ბრიტანეთში უახლოეს მომავალში 17 ახალი სოფელი და ქალაქი აშენდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 17 ახალი ქალაქის და სოფლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ეს საცხოვრებელი ფართის ნაკლებობის პრობლემის მოგვარების მიზნით უნდა მოხდეს.
როგორც მთავრობის წარმომადგენელმა გავინ ბარველმა განაცხადა, საერთო ჯამში 200 ათასი ახალი სახლის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.
თავდაპირველად ბრიტანეთის მთავრობა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებას დიდ ქალაქებში და მათ სიახლოვეს ახალი მშენებლობების გზით გეგმავდა. თუმცა, ამ საკითხში მთავრობას ადგილობრივი ხელისუფლება დაუპირისპირდა, რომელიც მშენებლებს „მწვანე ზონებში“ მშენებლობის უფლებას არ აძლევდა. ამიტომ საბოლოოდ მთავრობამ ახალი ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები