თურქეთში, სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებით, რვა ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ, სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებით, რვა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah იუწყება.
თურქეთის პოლიციამ 31 დეკემბერს „ისლამური სახელმწიფოს“ 8 „ბოევიკი“ დააკავა, რომლებიც ტერაქტს გეგმავდნენ. საერთო ჯამში კი ბოლო კვირის მანძილზე 147 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 35–ს პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ ორი ტერორისტი ახალი წლის ღამეს სტამბოლში, კლუბ Reina–ს თავს დაესხა. ტერაქტის მომენტში კლუბში 700 ადამიანი იმყოფებოდა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 39 და დაიჭრა 69 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა“ ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები