ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არ მიიღებს საქართველო ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას

“ნატოს სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან გაცნობის ხასიათს ატარებს და მასზე არაწევრი ქვეყნების მიწვევა არ იგეგმება“-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით მინისტრმა კიდე ერთხელ განმარტა თუ რატომ არ მიიღებს ნატოს სამიტზე საქართველო მონაწილეობას. „ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ნატოს სამიტი, მაგრამ გამონაკლისის წესით. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდის ახალი ადმინისტრაცია, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე იმართება მცირე ზომის სამიტი. ეს არ არის გაფართოებული სამიტი, რომელსაც ჩვეულებისამებრ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ამიტომ როდესაც გახლდით ბრიუსელში, მე გავიმეორე ის, რაც თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ გამონაკლისი წესით, როგორც ეს მოხდა ბუშის არჩევის შემთხვევაში, წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ემთხვეოდა ნატოს გაფართოებულ სამიტს, ნატოს წევრმა ქვეყნებმა აუცილებლად ჩათვალეს, რომ პირადად ნატოს ფარგლებში ჰქონდეთ გასაუბრების საშუალება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან და თანამშრომლობის დაგეგმვის საშუალება. აქედან გამომდინარე, არც მაშინ და არც ახლა არაწევრი ქვეყნების მიწვევა არ იგეგმება“, – განაცხადა ლევან იზორიამ. რაც შეეხება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხს, იზორიას განმარტებით, ამ საკითხზე ქართული მხარე ნატოსთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში თებერვალში იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები