ჯონ მაკკეინი: ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია

ჯონ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დათვალიერების დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთა აქცენტი.
მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ს ორპარტიული დელეგაცია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ გამოხატოს მხარდაჭერა ქართველი სამხედროებისა და ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ავღანეთში ამერიკელებთან ერთად მსახურობენ.
„ისინი იცავენ ამერიკელი ხალხის თავისუფლებას, ისევე, როგორც ქართველი ხალხის. ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, მთლიანი და დამოუკიდებელი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით აქ, ამჟამად, სამხედროებთან ერთად“, – განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები