სტამბოლში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი წლის ღამეს სტამბოლში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ ღვთის მიერ კურთხეული ოპერაცია განვახორციელეთ. ხალიფატის მებრძოლებმა ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბს დაარტყეს, სადაც ქრისტიანები თავის დღესასწაულს ზეიმობდნენ“ – ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში.
ცნობისთვის სტამბოლის ერთ–ერთ ღამის კლუბში ახალი წლის ღამეს ორი შეიარაღებული პირი შევიდა, რომლებსაც სანტა კლაუსის ფორმა ეცვათ და იქ მყოფ პირებს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს. როგორც თურქული მედია იუწყება, ტერაქტი ღამის კლუბ Reina–ში, სადაც 39 ადამიანი, მათ შორის 24 უცხოელი დაიღუპა, სავარაუდოდ, ყირგიზეთის ან უზბეკეთის მოქალაქეებმა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები