კოლუმბიელმა სამხედროებმა „ბოევიკების“ ტყვეობიდან რვა ბავშვი გაათავისუფლეს

კოლუმბიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა მემარცხენე დაჯგუფების, “ნაციონალური ხსნის არმიის“ ტყვეობიდან 8 ბავშვი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ბავშვებს ამბოხებულები „ბოევიკებად“ ამზადებდნენ. ოპერაციის დროს სამთავრობო ძალებმა დაჯგუფების 20 წევრი დააკავეს. მათ იარაღი აღმოაჩნდათ. „ნაციონალური ხსნის“ არმია კოლუმბიის მთავრობას უკვე 50 წელზე მეტია ებრძვის. სამშვიდობო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ამ დაჯგუფების ლიდერებს შორის ოქტომბერში შეწყდა, ვინაიდან რადიკალებმა ყოფილი დეპუტატის ოდინ სანჩესის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები