ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ

ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ. შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი – 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.
ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.
გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს – N37 მარშრუტზე მოხდება. მარტში კი, თბილისის ავტოპარკი 143 „მან”-ის ავტობუსით განახლდება.
”მერიის მიერ დაწყებული ავტობუსების პარკის გადახალისების პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, თბილისის ავტოპარკის სრულად განახლებაა დაგეგმილი,”-აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები