ერაყში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა და 35 დაიჭრა. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, ქვეყნის დედაქალაქის სადრ სიტის რაიონში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ბოლო დროს, ერაყში, ტერაქტებს რეგულარულად აწყობს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო”. შაბათს ბაღდადის ბაზრობაზე მომხდარ ორ აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები