აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 38–ჯერ დაბომბეს

უკრაინის დონეცკის ოლქში, პრორუსმა „ბოევიკებმა,“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 38–ჯერ დაბომბეს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცნობეს.
მარიუპოლის რაიონში „ბოევიკებმა“ 120–მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გახსნეს ტალახოვკას, შიროკინოს და ვოდიანოეს მიმართულებით. ასევე ცეცხლი გაიხსნა 82– მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან. ისროდნენ  ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან.
ასევე ცეცხლი გაიხსნა ლუგანსკის ოლქშიც. სროლის შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები