აშშ–დან რუსეთში გაძევებული დიპლომატები სპეცრეისით მოსკოვში ჩაფრინდნენ

მოსკოვში თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელშიც აშშ–დან რუსეთში გაძევებული დიპლომატები იმყოფებოდნენ. ისინი ავიაკომპანია „როსიას“ სპეცთვითმფრინავმა ჩაიყვანა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაფრინავენ.
ხუთშაბათს 35 რუსი დიპლომატი აშშ–ში არასასურველ პირებად გამოაცხადეს და მათ ოჯახის წევრებთან ერთად 72 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანეს. საერთო ჯამში, შეერთებული შტატები 96–მა ადამიანმა დატოვა.
ვაშინგტონმა 29 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევების გამო ახალი სანქციები დააწესა. სანქციებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უშიშროების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნები და დიპლომატები მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები