თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა

მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.
„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე. რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს, ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი 10%-ით დაიბეგრება და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.

ამასთან, ახალი წლიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდება, რომლის თანახმადაც, კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები