ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ჯონ მაკკეინი ამ წუთებში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს და აუდიენციას ქვეყნის პირველ პირ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს.
დღესვე დაგეგმილია კრწანისის სასწავლო ცენტრში მისვლა და ცენტრის დათვალიერება, რის შემდეგაც ამერიკელი სენატორი თბილისს დატოვებს.
ჯონ მაკკეინი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის პირველ დღეს ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა.
გარდა ამისა, გუშინ ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები