ყაზახეთში სახლის ჩამონგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად. შხანის დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, სახლის ნგრევის მიზეზი გათბობის ქვაბის აფეთქება გახდა.
მაშველებმა ნანგრევებიდან ცხრა ცხედარი და ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა სამსახურის 280–მდე წარმომადგენელია მობილიზებული.

 

_93203228_kazakhstan

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები