თურქეთის პრემიერი: ტერორით ვერ დაგვაშინებენ

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელმაც სტამბოლში მდებარე ერთ–ერთ კლუბში მყოფებზე თავდასხმა განახორციელა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველა გავრცელებული ცნობის გადამოწმება მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თურქეთის პრემიერ–მინისტრმა.

ბინალი ილდირიმის თქმით, თავდამსხმელმა იარაღი შემთხვევის ადგილზე დატოვა და მიიმალა.

თურქეთის პრემიერი აცხადებს, რომ სამართალდამცველები აქტიურ, კოორდინირებულ ღონისძიებებს ატარებენ კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

„პოლიცია და დასაზვერვო სამსახურები კოორდინირებულად მოქმედებენ, რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ. ტერორით ვერ დაგვაშინებენ. გავაგრძელებთ ბრძოლას დამნაშავეების წინააღმდეგ. ვიდრე ხალხი ჩვენს გვერდით დგას და სოლიდარობას გვიცხადებს, არაფერია ისეთი, რასაც ვერ გადავლახავთ,”- განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

ახალი წლის ღამეს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ბოსფორის ნაპირას მდებარე ღამის კლუბში „რეინა“ სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათგან 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაშავებულია 40– ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები