სტამბოლის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

სტამბოლოს ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები ადასტურებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თავდასხმა ღამის კლუბზე სანტა-კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილმა ერთმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე უწოდა “ტერორისტული თავდასხმა”. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები