სტამბოლში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ბოლო ინფორმაციით, სტამბოლში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სტამბოლში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +905418184400.
შეგახსენებთ,  რომ სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 45 ადამიანი კი დაშავდა. თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თავდასხმა ღამის კლუბზე სანტა-კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილმა ერთმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე უწოდა “ტერორისტული თავდასხმა”. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები