პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ახალი წელი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ახალი წელი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს. ახალ წელს ეგაძეების ოჯახში სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გაგზავნეს და დახმარება სთხოვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დაბადების დღე მიულოცა მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთ წევრს, 13 წლის მაია ეგაძეს და მას საახალწლო სურვილი აუსრულა – ქართული ცეკვის სტუდიის ვაუჩერი გადასცა.15 წლის მარიამ ეგაძეს კი, რომელსაც ბატუტზე ხტომაში დიდი წარმატებები აქვს ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მზადებაში წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ მის ასპარეზობებს ყურადღებით მიადევნებს თვალს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პიველმა ლედიმ ეგაძეების ოჯახს გამათბობელი და საახალწლო კალათა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები