ილია მეორე: ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ

ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას ბრძანა.
ილია მეორემ მრევლს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა.
„ჩვენო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას. გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში – პატივი ეც მამასა შენსა და დედას შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს – ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. გლოცავთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკინისამდე ამინ“, – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები