სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ბეშიქთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 40 –ზე მეტი კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კლუბში შეკრებილები ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ, რა დროსაც მათ მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს.
თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არავის აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები