აშშ-ში ჯგუფ „ბითლზის“ პირველი მენეჯერი გარდაიცვალა

აშშ–ში 86 წლის ასაკში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფ „ბითლზის“ პირველი მენეჯერი ალან უილიამსი გარდაიცვალა.
უილიამსი ლივერპულში დაიბადა, სადაც კაფე „ჯაკარანდა“ ჰქონდა. სწორედ აქ გამართეს „ბითლებმა“ პირველი კონცერტები.
1960–1961 წლებში უილიამსი ჯგუფ „ბითლზის“ მენეჯერი იყო და მათთვის დიდ ბრიტანეთსა და ჰამბურგში პირველი კონცერტების ორგანიზება შეძლო. ჰამბურგში მან ჯგუფი პირადად იჯარით აღებული ფურგონით წაიყვანა.
მისი და ჯგუფის გზები 1961 წელს გაიყო, ხოლო 1962 წელს „ბითლზმა“ ხუთწლიან კონტრაქტს ბრაიან ეფშტეინთან მოაწერა ხელი.
უილიამს მემუარები აქვს დაწერილი სახელწოდებით „ალა უილიამსი: ადამიანი, რომელმაც „ბითლზი“ დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები