ისრაელი ინდოეთს ახალი წლის დღეებში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ისრაელის ხელისუფლება ინდოეთს ახალი წლის დღეებში ტურისტებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. შესაბამისად, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში მისვლას არ ურჩევენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ინდოეთის ანტიტერორისტული ბიუროს განცხადებით, განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ.
ისრაელი სხვადასხვა ქვეყნებში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები