საბერძნეთის ელჩი ბრაზილიაში ცოლის საყვარელმა მოკლა

ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩი კირიაკოს ამირიდისი მისი ცოლის საყვარელმა მოკლა. ბრაზილიის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მკვლელი ადგილობრივი პოლიციელია. 59 წლის დიპლომატი ორშაბათს გაუჩინარდა. ის ქალაქ ბრაზილიიდან რიო–დე–ჟანეიროში მიდიოდა, რათა საშობაო არდადეგები ცოლთან და მის მშობლებთან ერთად გაეტარებინა. მისმა ცოლმა დიპლომატის გაუჩინარების შესახებ პოლიციას ოთხშაბათს აცნობა. შემდეგ დღე კი ამირიდისის დამწვარი ცხედარი ავტომობილში, რიო–დე–ჟანეიროს მახლობლად აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ელჩი საკუთარ სახლში მოკლეს, ხოლო ემდეგ ცხედარი მანქანაში ჩასვეს და მას ცეცხლი მოუკიდეს. ამჟამად ელჩის მეუღლეც და მისი საყვარელიც დაკავებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები