პრემიერი: საქართველო, შესაძლოა, აშშ-ის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად იქცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული შესაძლებლობებისა და აბრეშუმის გზის პროექტის გამო, საქართველო შესაძლოა, აშშ-ის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად იქცეს.

მთავრობის მეთაური აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოსთან ურთიერთობებში ძირეულ ცვლილებებს არ ელოდება და აღნიშნავს, რომ  ქვეყნებს ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვთ.

„საქართველო გახდა მნიშვნელოვანი პარტნიორი უსაფრთხოების კუთხით, საქართველო გახდა ძალიან აქტიური მონაწილე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა რეგიონში და ვფიქრობ,  აბრეშუმის გზის პროექტის გამო, რეგიონში არსებული შესაძლებლობების გამო, საქართველო შეიძლება ასევე იქცეს აშშ-ის  ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად. ჩვენი დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის ძალისხმევა სწორედ აქეთკენ არის მიმართული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა გადაცემა „მოამბეში“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები