პრემიერი მსუბუქი ნარკოტიკის ლიბერალიზაციისთვის ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ხედავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად მიიჩნევს, რათა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის მოქალაქეს პატიმრობა არ მიესაჯოს.
ამასთან, მთავრობის მეთაური კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი მისასალმებელია.
„ნამდვილად გადასადგმელია ნაბიჯები იმისათვის, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანს პატიმრობა არ მიესაჯოს, მაგრამ ვერ გავიზიარებ იმ განწყობას, რომ არც ადმინისტრაციული ზომა რა უნდა იყოს გამოყენებული. ისეთი აჟიოტაჟი შეიქმნა, რომ თითქოს, ჩვენ უნდა მივესალმოთ მსუბუქ ნარკოტიკს. არავითარ შემთხვევაში, ეს არ მოხდება. ერთი საკითხია ის, რომ ეს არის უბედურება, მეორე კი ის, თუ რა პრევენციებს გაატარებს ქვეყანა და რა სარეაბილიტაციო საშუალებას შესთავაზებს ამ ადამიანებს“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები