პრემიერი: უნდა გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უნდა გაითვალისწინოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისგან.

კვირიკაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი კონსტიტუცია, რომელშიც არც ერთ პიროვნებას არ ექნება პრეროგატივა.

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისგან. უნდა მივიღოთ სწორი სისტემა და აქ არც ერთ პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ თქვას: მე ასე ვფიქრობ, ასეა სწორი, არავითარ შემთხვევაში! უნდა გავითვალისწინოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეალობა, გამოწვევები და მხოლოდ ასე მივიღოთ  სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც არ იქნება დამოკიდებული არც გიორგი კვირიკაშვილზე და არც სხვა პიროვნებაზე, რომელიც ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა გადაცემა „მოამბეში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები