პუტინმა ამერიკელი დიპლომატების გაძევება გადაიფიქრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის ადეკვატურ პასუხს არ გასცემს და ქვეყნიდან 35 ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი “სამზარეულოს დიპლომატიის“ დონეზე არ იმოქმედებს.
„ჩვენ ამერიკელ დიპლომატებს დ ამათ ოჯახებს არანაირ პრობლემებს არ შევუქმნით. არავის არ გავაძევებთ, ხოლო დიპლომატების შვილებს ჩვეულებრივად ექნებათ სკოლებში სწავლის საშუალება. მეტიც, ყველა ამერიკელ დიპლომატს კრემლში საახალწლო დღესასწაულზე ვიწვევ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ასე ასრულებს თავის მოღვაწეობას”, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 30 დეკემბრიდან, რუსეთს, კიბერშეტევების გამო, ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. სანქციების პაკეტი სხვა ღონისძიებებთან ერთად რუსეთი დიპლომატებისთვის გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები