სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურეს

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის ავიაციის შეტევის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ჰუსეინ ტუნუსი მოკლეს. ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ეს ფაქტი ქალაქ ალ ბაბის სიახლოვეს მოხდა. დასახლებულ პუნქტს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს, ამჟამად თურქეთის შეიარაღებული ძალები და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები იუწყებიან.
თურქეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციას „ევფრატეს ფარი“ ატარებენ. მისი მიზანია ისლამისტები განდევნა თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან და იქ უსაფრთხოების ზონის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები