კახა კახიშვილი: ოფიცრის მუნდირი იმისთვის არ არსებობს, რომ თუ პატიმარმა დედა შეგაგინა, შენც შეაგინო

“იყო ხოლმე შემთხვევა, როცა თანამშრომელი ამბობდა, რომ პატიმარმა დედა შეაგინა, მაგრამ ოფიცრის მუნდირი იმისთვის არ არსებობს, რომ თუ პატიმარმა დედა შეგაგინა, შენც შეაგინო, ან ხელი გაარტყა”, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა „2030“-ში განაცხადა.
მისივე თქმით,„კანონის დამრღვევი თანამშრომლებისა და პატიმრის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები არსებობს.
„კანონის დამრღვევი თანამშრომლებისა და პატიმრის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები არსებობს. იყო ხოლმე შემთხვევა, როცა თანამშრომელი ამბობდა, რომ პატიმარმა დედა შეაგინა, მაგრამ ოფიცრის მუნდირი იმისთვის არ არსებობს, რომ თუ პატიმარმა დედა შეგაგინა, შენც შეაგინო, ან ხელი გაარტყა, ამისთვის ქუჩა არსებობს. არის ხოლმე გადაცდომები, მაგრამ ამ საკითხებს გენერალური ინსპექცია სწავლობს და არსებული რეგულაციების დარღვევის გამო, სისტემაში ძალიან ბევრი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, სისტემაში ახალი მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება სასჯელის სამი მეოთხედის მოხდის შემდეგ ეხებათ, იქნება საშუალება, 2/3-ის მოხდის შემდეგ მათ შინაპატიმრობა შეეხოთ.
„თუ ეს კანონპროექტი მიღებულ იქნა, ადამიანს მივცემთ საშუალებას, 2/3-ში პირობით ვადამდე ადრე ციხიდან შინაპატიმრობით გათავისუფლდეს და კონტროლის ქვეშ იყოს, რათა ერთი მხრივ, მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს, მეორე მხრივ კი, ეს კრიმინოგენულ ვითარებაზე არ აისახოს. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები ისეთი კონტროლის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანი მაინცდამაინც ციხეში არ გამოკეტო”, – განაცხადა კახიშვილმა “2030“ -ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები