გარემოს დაცვის სამინისტროში ატმოსფერული გაფრქვევების ანგარიშგების ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგება ელექტრონული სისტემის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. სასწავლო სემინარის მიზანი სამრეწველო სექტორის და გარემოსდაცვითი საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების წლიური ანგარიშგების სწავლებაა. სემინარში ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემა (http://emoe.gov.ge/), რომლის საშუალებითაც მეწარმეები 2017 წლიდან შეძლებენ ელექტრონული ფორმით განახორციელონ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შესახებ ანგარიშგება, ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებლები, რომელთაც აკისრიათ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შესახებ ანგარიშგების ვალდებულება, ავსებდნენ სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებს და მატერიალური სახით, ყოველწლიურად წარუდგენდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2017 წლის 1 იანვრიდან სამინისტროსთან ანგარიშგება იწარმოებს ელექტრონულად, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით. შესაბამისად, მეწარმეებს აღარ მოუწევთ აღრიცხვის ფორმების მატერიალურად შევსება და უწყებებში მიტანა, არამედ ექნებათ შესაძლებლობა, მარტივად, ელექტრონულად მოახდინონ ანგარიშგება.
აღნიშნული აღრიცხვა/ანგარიშგების ელექტრონული სისტემის დანერგვა, ერთი მხრივ, გაუმარტივებს მეწარმეებს სამინისტროსთან ანგარიშგების პროცესს და შეუმცირებს სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე დახარჯულ დროს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს გაფრქვევების შესახებ მაღალი სანდოობის ინფორმაციის ოპერატიულად მიღებას, ხარისხიან სახელმწიფო აღრიცხვას და მონაცემთა ბაზების ეფექტურად მართვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები