ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 7 582 მოქალაქე საახალწლო ნობათს მიიღებს

ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო ნობათები რიგდება. საკვებ პროდუქტებს მოქალაქეები 10 უფასო სასადილოში იღებენ.
ნობათების დარიგების პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ეს საჩუქარი, რა თქმა უნდა, მცირედია, მაგრამ მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის. მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენი რაიონის მცხოვრებლებს და ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, წარმატებული წელი ვუსურვო. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის – უკეთესი საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს და დავეხმაროთ მათ სოციალური პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საახალწლო ნობათების შესაძენად ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტიდან 234 890 ლარი გამოიყო. საჩუქრების დარიგების პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები