ხატია ქვათაძე: მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ჰგონია, რომ „მაესტროზე“ საინფორმაციო გამოშვება აღარ გავა, ეს ასე არ იქნება

ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძესთან შეხვედრის შემდეგ ხატია ქვათაძემ აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები.
შემიძლია დავადასტურო, რომ საინფორმაციო გამოშვება რჩება ეთერში იმ ფორმით და იმ დოზით, როგორც ის დღეს არის, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ქვათაძემ.
ხატია ქვათაძე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ გამორიცხავს.
„მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ჰგონია, რომ „მაესტროზე“ საინფორმაციო გამოშვება აღარ გავა. ეს ასე არ იქნება. არხზე არ იცვლება არაფერი, ყოველ შემთხვევაში, უარესობისკენ. არ იხურება ამ ეტაპზე არც ერთი გადაცემა და ცალსახად შემიძლია დავადასტურო ის, რომ საინფორმაციო გამოშვება რჩება ეთერში იმ ფორმით და იმ დოზით, როგორც გადის დღეს. შეხვედრა შედგა არხის მენეჯმენტთან, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და დავსვით შეკითხვები. რეორგანიზაციას რაც შეეხება, სავარაუდოდ იქნება გარკვეული ცვლილებები, რაც მათი მხრიდან აღინიშნა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გარკვეული მოცემულობით მოდიან ჩვენთან სასაუბროდ. თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოხდება ლოგიკური, ბუნებრივი და ყველასთვის გასაგები“, – განაცხადა ხატია ქვათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები