თამარ ჟვანიამ პენსიონერებს ახალი წელი მიულოცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებთან მივიდა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ცესკოს თავმჯდომარემ ხანდაზმულებს ტკბილეული გადასცა.
„მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. თქვენ ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მატარებლები ხართ. მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენთან ვიმყოფები. როდესაც აქ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მოვდივარ ჩემს მშობლებთან. ვფიქრობ, მთავარია ჩვენი ურთიერთობა და ის, რომ ერთმანეთზე ვფიქრობთ“, – აღნიშნა პანსიონატის ბენეფიციარებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები