ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის გაუქმებას არ აპირებს

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე მაესტროში მივიდა და ტელევიზიის თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი ტელეკომპანია „ მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის გაუქმებას არ აპირებს, თუმცა რეორგანიზაცია სავარაუდოდ დაიწყება.
რუხაძის თქმით, ახალი მედიაჰოლდინგის ჩამოყალიბება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ირაკლი რუხაძემ “იმედის” მიერ მაესტროსა და GDS-ის შეძენის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული მედიაჰოლდინგი მაყურებელს უკეთეს პროდუქტს შესთავაზებს.
მისივე თქმით, ტელეკომპანიების გაერთიანება ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი გადაწყვეტილება იყო.
ირაკლი რუხაძე გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკაში მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები