გურიაში მამაკაცი მეზობელმა მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მამაკაცი მოკლეს.
“კვირას“ ინფორმაციით შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარმა მეზობელმა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები