ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს რეგულაციები უწესდებათ

„ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში ნამდვილად მომრავლდა ე.წ. ბორბლებზე მყოფი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ქუჩების იერსახეს აზიანებენ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. როგორც ლექვინაძე განმარტავს, თბილისის ქუჩებში უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა ე.წ. ბორბლებზე მყოფი სავაჭრო ობიექტები.
„აქამდე ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ იყო, ახალი წლის მერე აუცილებლად ამოქმედდება შეზღუდვა, მათ შეეძლებათ იჯარით აიღონ სასურველი ტერიტორია და გააგრძელონ საქმიანობა, ისინი ახლა ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და არანაირ გადასახადს არ იხდიან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს თემა აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები