კუბაში ფიდელ კასტროს კულტი აიკრძალა

კუბის პარლამენტმა ქუჩების და სხვა ობიექტების სახელების დარქმევისას, ასევე ჯილდოების და ტიტულების სახელწოდებებში ქვეყნის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს სახელის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც კუბის პრეზიდენტმა და ფიდელ კასტროს ძმამ რაულ კასტრომ განაცხადა, ეს მისი ძმის ნება იყო.
ფიდელ კასტრო კუბის ლიდერი თითქმის 50 წლის განმავლობაში იყო. 2008 წელს მან უფლებამოსილება ძმას, რაულ კასტროს გადააბარა.
ფიდელ კასტრო მიმდინარე წლის 26 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები