დიმიტრი ლორთქიფანიძე: მედიას არ უნდა ჰქონდეს პირდაპირ ეთერში აღვირახსნილი ქმედების პროპაგანდის უფლება

მედიას არ უნდა ჰქონდეს უფლება “გირჩის“ მიერ დაანონსებული მსგავსი სახის აღვირახსნილი პროპაგანდა გაუშვას პირდაპირი ეთერით, -ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლორთქიფანიძე თვლის, რომ „გირჩის“ მიერ 31 დეკემბერს დაგეგმილი აქცია არც ერთი მედიასაშუალებით არ უნდა გაშუქდეს. „მთავარი ის არაა მე რა მინდა, მთავარია, ვინ რისი ვალდებულია, ის რაც „გირჩს“ სურს, მოსახლეობისთვის არის მიუღებელი, ამიტომ „გირჩის“ კრიმინალური აგრესია ძირშივე უნდა იყოს აღკვეთილი.
მედიას არ უნდა ჰქონდეს უფლება პირდაპირ ეთერში უჩვენოს აღვირახსნილი ქმედება”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები