„მიწის რეგულაციის კანონი არის „დემოკრატიული მოძრაობის ინიციტივა, რომელსაც კონსტიტუციით სჭირდება გამყარება“

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ საკონსტიტუციო კომისია თემების სიმრავლის და სირთულეებიდან გამომდინარე, აპრილის ბოლოსთვის ვერ მოასწრებს კონსტიტუციის პროექტის დადებას.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც კომისიის წევრია, აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ საარჩევნო სისტემის და მიწის რეგულაციის მიმართულებით იმუშავებს კომისიაში.
„კომისიაში შექმნილია 4 თემატური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა საკითხს შეისწავლის. ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხში.
კერძოდ ეს ეხება მაჟორიტარულ სისტემას. მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციულის და იგივე შერეულის ნაზავით, ვგულისხმობ სწორედ იმ პროდუქტს, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დადო და მას ყველა ვემხრობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.
ასევე საგულისხმოა საკუთრების უფლების განსაზღვრა. კანონი მიწის შესახებ ჯერ ისევ ჰაერშია. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი და მოხდეს საკუთრების უფლების რეგულაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო კომისია აპრილის ბოლომდე ვერ დაასრულებს მუშაობას და ეს გაგრძელდება წლის ბოლომდე, შემდეგ კი მოხდება პროექტის განხილვა სახალხო ფორმატში,“-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები