„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს

პარტია „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ახალი რეზოლუცია მოამზადა. პროექტი, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება, პარლამენტს წარედგინება. პირველი მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შედგება, შემდეგ კი საკითხს სესიაზე გაიტანენ.
„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს.
შესაბამისი კომენტარი პარტიის წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მარშანია მიიჩნევს, რომ დოკუმენტში არის სერიოზული წინააღმდეგობა ძირითად საკითხებში.
“რეზოლუცია არ უნდა ერქვას ამ დოკუმენტს. ამაზე მე კომიტეტის სხდომაზე ვიტყვი აუცილებლად. სათაური წავიკითხე მექანიკურად. მთავარია იქ ეწერა, რომ საგარეო პოლიტიკას ეხება ეს დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. იმედი მაქვს, რომ საფუძვლიანად ვისაუბრებთ ამაზე. ბევრი საინტერესო ფორმულირებებია. ბევრს ვეთანხმებით, მაგრამ რაღაც დებულებებს არ ვეთანხმებით. მე საჯაროდ ვერ გეტყვით რას არ ვეთანხმები. დოკუმენტში არის სერიოზული წინააღმდეგობა ძირითად საკითხებში. ჩვენი ძალის პოლიტიკურ შენიშვნებს კომიტეტზე აუცილებლად ვიტყვი და მოვითხოვ იმასაც, რომ ეს კომიტეტი დახურულ ფორმატში წარიმართოს”, – განაცხადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები