დიმიტრი ლორთქიფანიძე: „გირჩი“ აპირებს მასიურ დანაშაულში ჩაითრიოს არასრულწლოვანები

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიდრე „გირჩი“ ჩაიდენს დანაშაულს, მანამდე მოახდინოს პრევენცია და აღკვეთოს-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე „გირჩის“ მიერ 31 დეკემბერს დაანონსებულ მარიხუანის საჯარო დარგვას ეხმაურება და სამართალდამცავებს პრევენციისკენ მოუწოდებს. დიმიტრი ლორთქიფანიძე „გირჩის“ წევრებს კომუნიზმისა და ფაშიზმის მიმდევრებს ადარებს და თვლის, რომ „გირჩი“ საკუთარი პოლიტიკური აქტივობის დასასრულს ცდილობს საფრთხე შეუქმნას ახალ თაობას. დიმიტრი ლორთქიფანიძე სამართალდამცავებს პრევენციისკენ მოუწოდებს.
„უკვე ისტერიული გახდა კამპანია „მარიხუანის“ დეკრიმინალიზაციის კი არა ლეგალიზაციის შესახებ, ეს არის სერიოზული საფრთხე. „გირჩი“ 31 დეკემბერს აპირებს მასიურ დანაშაულში ჩაითრიოს ახალგაზრდები. ეს პოლიტიკური გაერთიანება ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროვოცირებას. ისინი ექსპანსიურ ქმედებაზე გადავიდნენ და აანონსებენ „მარიხუანის„ მასობრივ თესვასა და კულტივირებას.
ეს ყველაფერი არის დანაშაულის შემცველი, ამიტომ მივმართავ სამართალდამცავებს, დროულად აღკვეთონ „გირჩის“ ქმედება, რადგან ისინი მავნე ზეგავლენას ახდენენ ახალგაზრდებზე და მათ საფრთხეს უქმნიან. ისტორიას ჩაბარდა ფაშიზმი, კომუნიზმი და მალე ისტორიას ჩაბარდება ნეოლიბერალიზმი, მაგრამ ვიდრე ისინი არსებობას შეწყვეტენ, არის საშიშროება, რომ დაღუპონ ახალგაზრდები,“-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები