საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს, დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: შარტავას, იოსებიძის და პეტრიწის ქუჩების აბონენტებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები