ლევან გაჩეჩილაძე ტელესივრცეში ჰოლდინგური პრინციპით მართვას დადებითად აფასებს

“მაესტროს” ყოფილი მფლობელი ლევან გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ტელესივრცეში ჰოლდინგური პრინციპით მართვა მისასალმებელია. გაჩეჩილაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მართვა კომერციული და არა პოლიტიკური პრინციპებით მოხდეს.
“დადებითად ვაფასებ, როდესაც ქართულ ტელესივრცეში ჰოლდინგური პრინციპით მოხდება მართვა, ასევე, ეს იქნება კომერციული პრინციპით და არა პოლიტიკური პრინციპით. ის, რისი გამოცდილებაც დაგროვებულია ნებისმიერ ამ სამ ტელევიზიაში, მემგონი, თანამედროვე სახით უნდა იყოს მიწოდებული მაყურებლისთვის”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
მედიაჰოლდინგმა “იმედი” ტელეკომპანია “მაესტროს” შესყიდვის შესახებ დღეს განაცხადა. რაც შეეხება GDS-ს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები