მაკა ასათიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” წილი დათმო

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისი კუთვნილი 25%-იანი წილი დათმო. ის მედიაჰოლდინგმა “იმედმა” შეისყიდა. ინფორმაციას მაკა ასათიანი ადვოკატი გიორგი გვენეტაძე ადასტურებს.
“მან დაკარგა ინტერესი წილის ფლობისადმი, მიიღო გადაწყვეტილება წილის გასხვისების თაობაზე, შესაბამისად, მაკა ასათიანი თავის კუთვნილ წილს ასხვისებს. მოლაპარაკებები დასრულებულია”,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგმა “იმედი” ტელეკომპანია “მაესტროს” შესყიდვის შესახებ დღეს განაცხადა. რაც შეეხება GDS-ს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები