იუსტიციის მინისტრმა უწყების მუშაობის 4-წლიანი ანგარიში წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის 4 წელი შეაჯამა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. განსაკუთრებულად აღნიშნა სამინისტროსა და მისი სამსახურების მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყების როლზე საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებზე.
მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების 4-წლიან საქმიანობაზეც ისაუბრა და სამინისტროსთან ერთად მათი ანგარიშიც წარმოადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები