ტელეკომპანია „იმედი“ “GDS” და „მაესტრო“ ერთ მედიაჰოლდინგს ქმნიან

ტელეკომპანია „იმედი“ “GDS” და „მაესტრო“ ერთ მედიაჰოლდინგს ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირასთან“ ტელეკომპანია ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, გია გაჩეჩილაძემ დაადასტურა.
„ ეს ჰოლდინგი იმისთვის არსდება, რომ მედიასივრცე უკეთესი გახდეს და არა უარესი. ეჭვიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს, უსაფუძვლოა. დღეს ისე უჭირთ ტელევიზიებს, თანამშრომელს ხვალ გადაუხდი თუ არა ხელფასს არ იცი და ისეთი ადამიანი, როგორიც ინა გუდავაძეა, თუ დაეხმარება ტელევიზიებს, მადლობის მეტი რა მეთქმის?! ტელევიზიამ საკუთარი თავი თუ შეინახა, ეგეც კარგია დღევანდელ პირობებში. ასე რომ, არანაირი საინფორმაციო პოლიტიკა არ იცვლება. დანარჩენ დეტალებზე წარმოდგენა არ მაქვს“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
არსებული ინფორმაციით, “GDS”- ზე საინფორმაციო გამოშვება „2030“ იხურება და თანამშრომლების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები