ზურაბ აბაშიძე: საქართველო მზად არის, რუსეთს „ტუ-154“-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნაში დაეხმაროს

“საქართველო მზად არის, რუსეთს „ტუ-154“-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნაში დაეხმაროს, თუ რუსული მხარე შესაბამისი თხოვნით მიმართავს”, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” საუბრისას განაცხადა.
აბაშიძის თქმით, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა.
„საქართველო მზად არის, რუსეთს ტუ-154-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნაში დაეხმაროს, თუ რუსული მხარე შესაბამისი თხოვნით მიმართავს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც შესაბამისი სამსახურები მონაწილეობდნენ ყაზბეგის რაიონში მეწყერის დროს მთებში დაკარგული ადამიანების ძებნაში. ასე რომ, ასეთი გამოცდილება არის და როდესაც არსებობს აუცილებლობა, შესაბამისი სამსახურები ერთვებიან. თუმცა ვიმეორებ, ამ შემთხვევაში, ჩვენთის ასეთი თხოვნით არ მოუმართავთ”, – განაცხადა აბაშიძემ.
შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი „ტუ-154“-ის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მუსიკოსებს ჰმეინიმის რუსულ ავიაბაზაზე მყოფი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. ლაინერი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც შავი ზღვის რუსული აკვატორიის თავზე მანევრს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები