მოსკოვის ოლქში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

მოსკოვის ოლქში ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ბესო კვინიხიძე, მეტსახელად „ბესო რუსტავსკი“ დააკავეს. „ტასის“ ცნობით, კვინიხიძე სამართალდამცველებმა კრასნოგორსკის რაიონში ბინის ქურდობისას აიყვანეს.
„მოსკოვის ოლქის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 34 და 39 წლის მამაკაცები ქურდობის მომენტში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი „კანონიერი ქურდი” „ბესო რუსტავსკია“, – განუცხადა „ტასს“ მოსკოვის ოლქის შს სამმართველოს წარმომადგენელმა, ტატიანა პეტროვამ.
მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ბოროტმოქმედებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები