გლდანში ”საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს

გლდანში ”საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა. რა თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ყაჩაღობაში მონაწილე პირების დასადგენად და დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები