მარნეულში ცოლმა ქმარი მოკლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საზაქენდში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ქალმა ქმარი მოკლა. ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის იარაღი და მოტივი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები